"თბილისში მალე, მანქანები რაოდენობით ადამიანებს გადააჭარბებს" - რას წერს გია მურღულია საცობის პრობლემაზე?
ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში მალე მანქანები რაოდენობით ადამიანს გადააჭარბებს.
"საქმე კარგად მიდის - მალე დილით სამსახურში მისვლა შეუძლებელი გახდება, ასევე - საღამოს სახლში დაბრუნებაც.
ჰოდა, ვიქნებით მუდმივად გზაში.
ფილოსოფოსები ხომ ამბობენ, ადამიანის მთელი ცხოვრება გზა არისო.
აქედან ერთი დასკვნა გამოდის:
ჩვენი მუდმივი სწრაფვა კომფორტისკენ გზად დისკომფორტსაც ბადებს - მალე მანქანები რაოდენობით ადამიანებს გადააჭარბებენ", - წერს მურღულია.