თეგებით ძიება

თუ ვინმემ გახსნა ცეცხლი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს არის „ქართული ოცნება“ - ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობის წინააღმდეგ "ცეცხლი გახსნა".

დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ გააჩნიათ რაიმე მორალური უპირატესობა, რომ პოლიტიკური ოპონენტების ან სამოქალაქო საზოგადოების მისამართით მუქარის შემცველი შინაარსის განცხადებები აკეთოს.

„საქართველოს მოქალაქეებმა რუსული კანონის მიღების შემდეგ, 7-8 მარტს „ქართულ ოცნებას" პასუხი გასცეს. ე.წ. მეორე ფრონტი ეს არის მათი პროპაგანდა, რითაც მოსახლეობას აშინებენ. თუ ვინმემ გახსნა ცეცხლი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს არის „ქართული ოცნება". ასევე, თუკი ვინმემ გახსნა ცეცხლი უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის „ქართული ოცნება" თავისი ანტიუკრაინული და ანტიდასავლური განცხადებებით და ქვეყანაში კრემლის გავლენების გაძლიერებით", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა