თეგებით ძიება
04. 04. 2023 ბიზნესი

საქართველოში გაცემული ყველა სამშენებლო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს - რა კანონი შევა ძალაში 2024 წელს?

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე აცხადებს, რომ 2024 წლიდან საქართველოში გაცემული ყველა სამშენებელო ნებართვა სავალდებულოდ გამწვანების პროექტს უნდა მოიცავდეს.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე განმარტავს, რომ თბილისში აღნიშნული პროექტი 2019 წლიდან მოქმედებს და დღეს უკვე სახეზეა – ბევრი გამწვანებული ახალი საცხოვრებელი კომპლექსი და ობიექტები, მათ შორის კვების ობიექტები, რომლებიც მოწყობილია გამწვანების პროექტით.

მისი თქმით, ახალი ცვლილებები საშუალებას იძლევა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ქაოტური მშენებლობები დარეგულურდეს და სადაც შესაძლებელია, გამწვანება მოეწყოს და ახალი რეკრეაციული სივრცეები შეიქმნას თითოეულ უბანში, თითოეულ კორპუსთან.

„მუნიციპალიტეტები დაადგენენ იმ ხე-მცენარეთა ჩამონათვალს, რომლებიც ადეკვატურია ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. თითოეულ მუნიციპალიტეტს დავეხმარებით, კანონის ძალაში შესვლამდე ერთი წელი გამოყენებული იყოს, რომ მუნიციპალიტეტები მზად იყვნენ, შეათანხმონ დენდროლოგიური პროექტი, ე.წ. გამწვანება და დამტკიცდეს ხე-მცენარეთა სტანდარტები. თბილისის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აღნიშნული პროექტი სარგებლიანი იყო არა მხოლოდ ქალაქისთვის, არამედ დეველოპერებისთვისაც“, – განაცხადა ბითაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა