თეგებით ძიება

"ნუ აწამებთ ხალხს! გახსენით რიკოთის გვირაბი! თუ მეწყერი ჩამოვიდა, ტრაილერები როგორ დადიან?" - რას წერს ადვოკატი?

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი რიკოთის გვირაბის გახსნას ითხოვს.

"ნუ აწამებთ ხალხს! გახსენით რიკოთის გვირაბი! 

ქუთაისიდან თბილისამდე და უკან 

12 საათი ვიყავით გზაში, გვერდები აღარ შეგვრჩა მთელი. 

მანქანები მოისპო.

თუ რიკოთზე მეწყერი ჩამოვიდა, ტრაილერები როგორ დადიან? 

რა უფლება აქვს ვინმეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირი ამ ფორმით გაწყვიტოს, ეს ხაზარებს და ოსმალებს არ გაუკეთებია. 

შემოვიარეთ საჩხერე-ჭიათურის და თერჯოლა-ზესტაფონის სოფლები.

მანქანები ერთმანეთს ძლივს უვლის გვერდს,რიგ ადგილებზე 

საცალფეხო გზაზე.

გზაში მანქანებს წყალი უდუღდებოდა, ისეთი გზებია. რამოდენიმე სამარშრუტო ტაქსი გაფუჭებული იდგა და მეორეს ელოდა, რომ მგზავრები გადაეჯინათ და მშვიდობით ჩაეყვანათ ქუთაისამდე.

გადათხრილია ყველგან ყველაფერი", -წერს ჩხეტიანი.

ცნობისთვის, მეწყრის ჩამოწოლის გამო, რიკოთზე მოძრაობა აკრძალულია. უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა