თეგებით ძიება

"რაც ზედ აცვიათ, იმის მეტი თითქმის არაფერი არ აბადიათ“ - ვის შესახებ წერს აკა სინჯიკაშვილი? (ფოტო)

ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხელვაჩაურში მცხოვრები გაჭირვებული ქალის შესახებ წერს.

"ყურადღებით წაიკითხეთ. გუშინ, ხელვაჩაურში მდინარის პირას, ქალი ვნახეთ პატარა ბავშვით. საერთოდ არავინ არ ჰყავთ და რაც ზედ აცვიათ, იმის მეტი თითქმის არაფერი არ აბადიათ. აქვე მდინარესთან სძინავთ ძველ, მიტოვებულ შენობაში. საჭმელს გამვლელები უტოვებენ ზოგჯერ და იმით არსებობენ. საერთოდ არაფერი არ აქვთ, არც ტანსაცმელი, არც საწოლი, არც დენი, არც გაზი. წყალიც, ეს მდინარეა, რომლის პირასაც ცხოვრობენ.

თითქმის  ორი წელია ასე, ქუჩაში დარჩნენ და ან ამდენ ხანს როგორ გაძლეს, გული გამისკდა მართლა 

ამ წუთიდანვე ვიწყებთ ყველაფრის გაკეთებას, რომ დედას და ბავშვს ადამიანური ცხოვრება დავუბრუნოთ! 

აქაურებიც დაგვპირდნენ დახმარებას და ყველა ერთად, ყველაფერს შევძლებთ", - წერს აკა სინჯიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა