თეგებით ძიება

"ადვილია სხვისი შვილის მიწასთან გასწორება? გაფრთხილებთ..." - შოთო სიხარულიძის დედა მიმართვას ავრცელებს

"ემიგრანტების არხის" დამფუძნებლის, შოთო სიხარულიძის დედა, ხათუნა კალანდაძე-სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს. მიმართვა შოთო სიხარულიძის სოციალურ ქსელში ვრცელდება და აღნიშნულია, რომ სხვისი შვილის შურაცხყოფა მარტივია.

" ჩემი შვილი, შოთო სიხარულიძე რეციდივისტად და ყველაზე უკანასკნელ ადამიანად რომ აღმეზარდა, ალბათ ამდენი მტერი არ ეყოლებოდა, როგორც ახლა - ასწორებენ მიწასთან, უფალს ვთხოვ, მაპატიოს, რომ იტყვიან ჩოქვით შევალ ეკლესიაში..... ადვილია სხვისი შვილის მიწასთან გასწორება??? (გაფრთხილებთ, ვინმემ ჭკუის სწავლება არ დამიწყოთ.....)მე დედა ვარ!!!! ყველამ თქვენს ოჯახებს მიხედეთ!!! ბევრს მოეკითხა და კიდევ მოეკითხება!!!!! ჯერ სად ხაართ!!!!!!! ზოგი იმდენად სატანადაა ქცეული, სხვისი კარგად ყოფნით, რომ არც შვილის, არც ქმრის და არც შვილიშვილის გარდაცვალება, არ მოქმედებს მის ბოროტ და ავხორც სულზე!!!! ბევრი ფულის შოვნა და გამდიდრება, არ იწერება უფლის წიგნში, რითაც უფალი ჩვენს, მომავალ თაობას თხოვს პასუხს!!!!!  უფალი მოწყალეა და მაღალი!!!!! ", - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა