"სულ შარში როგორ უნდა ვიყოთ?! ვინ და სად მოამზადა ტერორისტი?" - რას წერს ლალი მოროშკინა პეტერბურგის ტერაქტზე?
პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა რუსეთში პროპაგანდისტი სამხედრო ბლოგერის მკვლელობას ეხმაურება და ავრცელებს ინფორმაციას ბრალდებულ ქალთან დაკავშირებით.
"სულ შარში როგორ უნდა ვიყოთ?
ტერორისტი ქალი, რომელმაც პეტერბურგში 200 გრამი ტროტილით კაფეში მყოფი სამხედრო კორესპონდენტი ააფეთქა, მანამდე საქართველოში იმყოფებოდა.
ახლა მთავარი შეკითხვა:
ვინ და სად მოამზადა ტერორისტი?", - წერს მოროშკინა.
შეგახსენებღ, რომ 2 აპრილს, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მომხდარ ტერორისტულ აქტს პროპაგანდისტი სამხედრო ბლოგერი, 40 წლის ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. ბლოგერის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 26 წლის დარია ტრეპოვა დააკავეს.