ვალერი მელაძე რუსი მაღალჩინოსნის ცოლთან ერთად ისვენებს (ვიდეო)
ქართველი მომღერალი, ვალერი მელაძე, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, თემურ ივანოსვის ყოფილ ცოლთან ერთად ისვენებს.
მომღერალი სვეტლანასთან ერთად საფრანგეთში, კურორტ კურშაველში დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ ვალერი მელაძის მიმართ რუსეთში გამოძიება მიმდინარეობდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2 იანვარს, მომღერალმა დუბაიში გამართულ საახალწლო კორპორატიულ წვეულებაზე უკრაინა და უკრაინელი გმირები ადიდა. ფაქტის შემდეგ, რუსმა დებუპტატებმა მას მოღალატე უწოდეს და მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვეს.
გარდა ამისა, აღნიშნულის კონცერტის შემდეგ, რუსეთში გაუქმდა ვალერი მელაძის კონცერტები. ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებულია. მომღერლის უახლოესი კონცერტი კი რუსეთში 29 აპრილს გაიმართება.