თეგებით ძიება
04. 04. 2023 მსოფლიო

გასაოცარი აღმოჩენა - მეცნიერებმა უძველესი ჰომო საპიენსის სახე აღადგინეს

გასაოცარი აღმოჩენა - მეცნიერებმა 17-დან 29 წლამდე ასაკის, აფრიკული წარმოშობის კაცის ჩონჩხს მიაკვლის, რომელიც 30 000 წლის წინ ამჟამინდელი ეგვიპტის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

1980 წელს სპეციალისტებმა ნილოსის ხეობაში, Nazlet Khater 2-ის სახელით ცნობილ არქეოლოგიურ ზონაში, ჩონჩხს მიაკვლიეს. ის 17-დან 29 წლამდე ასაკის, აფრიკული წარმოშობის კაცს ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით 160 სანტიმეტრი სიგრძის იყო. ესაა ჰომო საპიენსის უძველესი ნაშთები, რომელიც ეგვიპტეში აღმოუჩენიათ. ნიმუში, რომლის გვერდითაც ქვის ნაჯახსაც მიაგნეს, ხნიერებით მთელ მსოფლიოშიც ერთ-ერთი გამორჩეულია.

ახლა, 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ბრაზილიელმა მეცნიერებმა მისი სახე აღადგინეს, რისთვისაც მრავალი ციფრული გამოსახულება გამოიყენეს, რომელიც კაიროს ეგვიპტურ მუზეუმში არსებული ჩონჩხის დათვალიერებისას შეაგროვეს. ავტორები ამბობენ, რომ ძვლების უმეტესობა დღემდე პირვანდელი სახითაა მოღწეული, მაგრამ ზოგიერთი ფრაგმენტი აკლია, როგორიცაა ნეკნები, ხელები და წვივის ძვლების ნაწილი. რაც მთავარია, თავის ქალა კარგადაა შემონახული.

წყარო: on.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა