თეგებით ძიება

ეს იყო წინასწარ დაწერილი განაჩენი - რას ამბობს ნინი გოგაშვილი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი მამის განაჩენს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი.

მოსამართლის სათათბიროდ ერთი საათით გასვლა იყო ფორმალური. ეს იყო წინასწარ დაწერილი განაჩენი. მათ კიდევ ერთხელ უთხრეს მამაჩემს და მათ თანაგუნდელებს, ვინც მათ წინააღმდეგობას გაუწევთ, იგივე ელით, რაც სოსო გოგაშვილს. ამით მათ შეაშინეს ყველა ის მოწინააღმდეგე, ვინც მათ აკრიტიკებთ და უთხრეს, რომ იგივე გზის გავლა მოუწევთ, რაც ჩვენს ოჯახს.

გვანადგურებენ ამ 9 თვის განმავლობაში, გვაწამებენ,  ჯამრთელობას გვიზიანებენ და ზუსტად ამის თქმა უნდათ სხვა მოწინააღმდეგებისთვისაც, რომ ანალოგიური ელით მათაც", - ამბობს ნინი გოგაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 5 წელი მიუსაჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა