თეგებით ძიება

ლაზარეს გათავისუფლება, როგორც ბრძოლის სიმბოლო, შეუძლებელია არ დავაყენოთ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად - ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

ხაბეიშვილის განცხადებით, 9 აპრილის აქცია ზეპარტიული იქნება და მთავარი მოთხოვნა ლაზარეს გრიგორიადის გათავისუფლება იქნება.

„9 აპრილის აქცია უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ცხადია, ლაზარე არის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და შეუძლებელია სხვანაირად იყოს 9 აპრილის აქცია, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი იყოს ტუსაღობაში აყვანილი, როგორც სიმბოლო ევროპული მომავლისთვის ბრძოლის და შეუძლებელია ჩვენ მთავარ მოთხოვნად არ დავაყენოთ ლაზარეს გათავისუფლება.

ცხადია, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ აქციაზე, ისევე, როგორც ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიღება, ვგულისხმობ 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულებას, სადაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, დეოლიგარქიზაციაზე, პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიც არის პრეზიდენტი სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ამიტომ მე მეტიც, მივესალმები ამ ინიციატივას და ვფიქრობ, რომ ეს აქცია იქნება ზეპარტიული, ეროვნული დღე 9 აპრილი, როცა ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის, კიდევ, ერთხელ ურყევად უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ერთმანეთი არ დავტოვოთ მარტო.

წარმოუდგენელია, ეს ახალგაზრდა ადამიანი მივატოვოთ და არ ვიბრძოლოთ მისი თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მარტის აქციების მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა