პარლამენტმა "თავდაცვის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა "თავდაცვის კოდექსის" პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ინიციატივას პარლამენტის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2-მა მათგანმა კი პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს "თავდაცვის კოდექსში" შემავალ ყველა ცვლილებას.
ახალი დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ყველა მიმართულებას ეხება.
ამავე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მართლმადიდებლური სასულიერო პირების გარდა ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაიწვევენ. მათ შორის, გაწვევისგან თავის არიდება არ შეეძლებათ "გირჩის" მიერ დაარსებული "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობის მფლობელებსაც.
დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც წვევამდელებს სავალდებულო 6,8 და 11-თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. მათი გადამზადება თავდაცვის სამინისტროში მოხდება.
ცნობისთვის, ახალი კანონპროექტი მმართველმა პარტიამ პარლამენტში 2022 წლის დეკემბერში დააინიცირა.