თეგებით ძიება
04. 04. 2023 მსოფლიო

რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსება, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. რომ რუსეთის მიერ ბელარუსში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსება, პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას.

"ერთ წელზე მეტია, რაც პუტინმა დაიწყო უკრაინის განადგურება და როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს თავისი სასტიკი სისხლის ღვრა და ნგრევა. ის კვლავ ესკალაციას მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს მიაღწია. ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსება ახალი ესკალაციაა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას.

ირონიულია, როდესაც კრემლმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში. ჩინეთს აქვს მორალური მოვალეობა, ხელი შეუწყოს სამართლიან მშვიდობას. მათ აგრესორს მხარი არ უნდა დაუჭირონ“, - განაცხადა ბორელმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა