„შენ დაჯექიო, შენ - მითხრა ერთმა - თორემ ჩვენ უკვე რვა წელია ვზივართო“ - რას იხსენებს გიორგი კეკელიძე?
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ციხეში მის მიერ ჩატარებულ პირველ გაკვეთილს იხსენებს.
„ციხეში პირველი გაკვეთილის ჩასატარებლად რომ მივედი, ადმინისტრაციულ კორპუსში გადმოიყვანეს 15 პატიმარი. მე 22 წლის გახლდით, ესენი ჩემზე უფროსები – ზოგი ძალიანაც. სკოლაში მიჩვეული ვიყავი, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და დასხედით-მეთქი, ვუთხარი. შენ დაჯექიო, შენ – მითხრა ერთმა – თორემ ჩვენ უკვე რვა წელია ვზივართო“, - წერს გიორგი კეკელიძე.