„ფინეთი ნატო-ს 31-ე ქვეყანა გახდა... ეს არის ძლიერი წახალისება“ - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფინეთს ნატო-ს წევრობას ულოცავს.
„ფინეთი ნატო-ს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. ვულოცავ ფინეთს.
ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, ფინეთი დღეს ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფო გახდა.