თეგებით ძიება

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი, ლევან გოფოძე პროკურატურაში გამოკითხეს.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გოფოძემ განაცხადა, რომ მის მიმართ კითხვები რესპუბლიკურ საავადმყოფოში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს ეხებოდა, რომლებიც ორი წლის წინ პანდემიის დროს ჩატარდა.

"შეკითხვები შეეხებოდა პანდემიის დროს მიმდინარე კლინიკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს"- თქვა გოფოძემ „ფორმულასთან“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა გამოკითხვაზე დაბარება იყოს ზეწოლის მცდელობა, რადგან თავადაც მონაწილეობს კლინიკის ექიმების აქციაში, გოფოძემ უპასუხა: "იმის იდეას, რომ რესპუბლიკური უნდა გადარჩეს, ვიზიარებთ ყველა. ამიტომაც რაიმე ზეწოლის განხორციელება ამ მიმართულებით არ მგონია იყოს ჩემზე".

წყარო: „ფორმულა“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა