Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს
სოციალური ქსელები, Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს.
მომხმარებლების 64% წერს, რომ უჭირს Facebook-ის ვებ-გვერდზე შესვლა, 23% ხარვეზებით შედის აპლიკაციაში, 13%-ს კი საიტზე იდენტიფიცირების გავლა უჭირს.
რაც შეეხება Instagram-ს - აპლიკაციაში შესვლა მომხმარებლის 46%-ს უჭირს, იდენტიფიცირების გავლას 35% ვერ ახერხებს, ვებგვერდზე კი 19% ვერ შედის.
ხარვაზების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კომპანიას ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.