„დმანისის სიონში ახალი ვანდალიზმია...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია ჭიღლაძე?
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დმანისის სიონში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. დეკანოზი ფაქტის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.
„დმანისის სიონში ახალი ვანდალიზმია: წინამძღვარმა ტრაქტორებით გადათხარა საფლავითა ქვები და მიწა მოაშანდაკა, გალავნის ნაწილს კი ძირი გამოუთხარა. კულტ. მემკვიდრეობის სააგენტო მკვდარია, მედიაც მკვდარია. და რაღას დავდევ, საერთოდაც ერია მკვდარი...
გია ლაფაურის ფოტოები, 2023 მარტი“, - წერს ილია ჭიღლაძე.