თეგებით ძიება

“ისე მიდის ყველაფერი, რომ „ქართული ოცნება“ ბოლოს ემზარ ჯგერენაიას დაიჭერს“ - რას წერს ნიკა გვარამია?

“მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს, რომლითაც კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას ბრალდებულ, ლაზარე გრიგორიადისს. 

“ისე მიდის ყველაფერი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ბოლოს ემზარ ჯგერენაიას დაიჭერს იმისთვის, რომ 9 აპრილს რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამდა.

ყველას შევახსენებ, რომ როცა თავისუფლებას გართმევენ, როცა სამშობლოს მომავალს ართმევენ, როცა საკაცობრიო ბოროტების მხარეს მიგათრევენ, მაშინ ბრძოლა მოვალეობად იქცევა. ეს ბუნებითი სამართლის კანონია, იმ სამართლის, რომელიც ყველა დაწერილ ნორმამდე არსებობდა და რომელიც ყველა დაწერილ ნორმაზე მაღლა დგას. ასევე, იმასაც შეგახსენებთ, რომ თამაშის წესები თუ მხოლოდ ჩვენთვის იწერება და პატარა ჯგუფზე ის სრულად არ ვრცელდება, ეს არაა სამართლის უზენაესობა და მართლწესრიგი, ეს – მონობაა, რისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფლებას “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია” გვანიჭებს.

თავისუფლება ლაზარეს!

თავისუფლება ჩვენს სამშობლოს!” - წერს გვარამია.

ცნობისთვის, 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს ცნობით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა