აშშ-მა უკრაინას 2.6 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო
აშშ-მა უკრაინას 2.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.
„დღეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისათვის მნიშვნელოვანი დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს უფრო მეტი საბრძოლო მასალის მიწოდებას აშშ-ს მიერ მიწოდებული HIMARS-ისთვის, საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო ჭურვებისთვის, რომლებსაც უკრაინა თავდაცვისთვის იყენებს", - ნათქვამია განცხადებაში.