„შავი დღე აშშ-ის ისტორიაში“ - ამირან სალუქვაძე ტრამპის დაკავებაზე
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავებას.
„შავი დღე აშშ-ის ისტორიაში.
ამერიკის პრეზიდენტს იჭერენ იმის გამო, რომ 17 წლის წინ მეძავს სიჩუმისთვის საკუთარი (არა ბიუჯეტის) ფული გადაუხადა და არასწორად გააფორმა. იჭერენ ახლა, არჩევნების წინ...
სააკაშვილის 9 მლნ, გვარამიას 6,7 მლნ, თიბისის 17 მლნ, უგულავას 48 მილიონი?“ - წერს სალუქვაძე.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც მანჰეტენის სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა, დააკავეს. დონალდ ტრამპი ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ბრალს სისხლის სამართლის დანაშაულზე წაუყენებენ.
