თეგებით ძიება

"31 წლის, სასწაული გოგო... მადლობა ყველაფრისთვის" - ნანუკა ჟორჟოლიანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის 31 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა.

"საბას გარდაეცვალა დამრიგებელი. 31 წლის, სასწაული გოგო ანა. ჟღალი, ხუჭუჭა თმით, რომელმაც მოახერხა ყოფილიყო ყველას მეგობარი კლასში, მაგრამ საბასთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო

სკოლაში ანას არსებობა. საბამ, ძალიან პატარა ასაკში, უკვე იცის უახლოესი მეგობრის გარდაცვალების უმძიმესი ემოცია.

დღეს, შედარებით დამშვიდებულმა მითხრა, ანა ჩემი მფარველი ანგელოზი იქნება, დაჯიზეც კი არ უთქვამს ეს.

საბას მფარველო ანგელოზო, მადლობა ყველაფრისთვის", - წერ ჟორჟოლიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა