თეგებით ძიება

"თვითმკვლელობას გადავარჩინეთ ერთი ბიჭი ერთ-ერთი რეგიონიდან" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

მწერალი, გიორგი კეკელიძე აფთიაქების მიერ ურეცეპტოდ ფსიქოტროპული წამლების გაცემის საკითხს ეხმაურება და წერს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობას გადაარჩინეს.

"ყველა ის აფთიაქი, რომელიც ურეცეპტოდ გასცემს ფსიქოტროპულ წამალს, ჩადის საშინელ დანაშაულს. ახლა, რაღაც იღბლის წყალობით, თვითმკვლელობას გადავარჩინეთ ერთი ბიჭი ერთ-ერთი რეგიონიდან, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ უბანში ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ყველაზე მძიმე პრეპარატი მიყიდეს. მე შუაღამისას ,,ჩამოვლაზე" ვარ ხოლმე, ყველა იმ პაციენტს ვწერ ან თვითონ მწერენ, ვინც საკუთარი მენტალური პრობლემის გამო ამ თვეებში შემეხმიანა. მასაც მივწერე და სრულიად გაურკვეველი პასუხები გამცა, ბოლოს ძლივს გავარჩიე, რომ უამრავი ტაბლეტი დაულევია და სიცოცხლეს ემშვიდობებოდა. ჩემი მეგობრის, ფსიქოთერაპევტ ლოლა ლომიძის და კიდევ სხვა მეგობრის, ნინი ბიჭიაშვილის დახმარებით, რაღაცნაირად დავადგინეთ ადგილსამყოფელი და ახლა სასწრაფო იქ არის, მთავარია - გადარჩა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ პაციენტისთვის ამგვარი მედიკამენტის დალევა უბრალოდ არ შეიძლებოდა - ფსიქოზის რეალური საფრთხის ქვეშ იყო - იმ ფაზაში, რასაც სამედიცინო ენაზე პროდრომს უწოდებენ", - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა