თეგებით ძიება

ნუ განსჯით ადამიანებს, სანამ მათ კარგად არ გაიცნობთ - სინამდვილემ შეიძლება გაგაოცოთ

24 წლის ბიჭი მატარებლის ფანჯრიდან იყურებოდა და ყვიროდა: „მამა, შეხედე, ხეები უკან მიდის!"

მამამ გაიცინა, ხოლო იქვე მჯდომმა ახალგაზრდა წყვილმა სიბრალულით შეხედა 24 წლის ბიჭს მისი ბავშვური საქციელის გამო.

ბიჭმა უცებ ისევ წამოიძახა: „მამა, შეხედე, ღრუბლები ჩვენთან ერთად დარბის!"

ახალგაზრდა წყვილმა თავი ვეღარ შეიკავა და მოხუცს უთხრა:„რატომ არ მიგყავთ თქვენი შვილი კარგ ექიმთან?"

მოხუცმა გაიცინა და თქვა: „ზუსტად ახლა მოვდივართ საავადმყოფოდან, ჩემი შვილი დაბადებიდან ბრმა იყო და მხოლოდ დღეს შეძლო დანახვა“.

მორალი: ამ სამყაროში თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია  აქვს. ნუ განსჯით ადამიანებს, სანამ მათ კარგად არ გაიცნობთ - სინამდვილემ შეიძლება გაგაოცოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა