თეგებით ძიება

"ბიჭს დაარტყა, „კაპოტზე“ ამაგდოო, მერე ორსულს დაეჯახა" - ავარია თბილისში

თბილისში, ნახალოვკაში, ფეხმძიმე ქალისა და მისი მეუღლის ავტოავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„ქმარი შოკში იყო, ახალგაზრდა ბიჭი მარტო იჯდა, რომ შევედი... ამ ბიჭსაც დაარტყა თურმე, „კაპოტზე“ ამაგდოო, მერე ორსულს დაეჯახა. თვალებში შემომხედა და გაიქცაო. პატრულიც იქვე ყოფილა და გადაუყვანიათ განყოფილებაში.

წამლებზე გამოვედით, სახლში ორი პატარა გველოდებაო. ბავშვიც კარგად არის და დედაც. ეს ერთი კვირა უნდა ვაკონტროლოთ მდგომარეობაო. სავარაუდოდ, ბინაზე გაწერენ,“ - წერს თვითმხილველი.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 4 აპრილს, გვიან ღამით მოხდა.

წყარო:primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა