თეგებით ძიება

"ჩემს არასრულწლოვან შვილს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, აღსრულების ბიურომ დაუყადაღა ანგარიში" - რას წერს ნანა ბუთხუზი?

მსახიობი, ნანა ბუთხუზი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის არასრულწლოვან შვილს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, აღსრულების ბიურომ დაუყადაღა ანგარიში ჯარიმის გადაუხდელობის გამო და დააკისრა 80 ლარის გადახდა.

"ჩემი არასრულწლოვანი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, შვილი წინა საახალწლოდ დააჯარიმეს, ავრობუსში უბილეთოდ მგზავრობის გამო! ჯარიმა 20₾ , 2018 წელს 5₾ იყო!

( ის კიდევ ცალკე ამბავია, როგორც დააჯარიმეს, მაგრამ არ შევეხები, შორს წაგვიყვანს არაადამიანური მოპყრობის კუთხით! )

ჯარიმა 20₾ , მე, მისმა კანონიერმა მშობელმა, მეორე დღესვე გადავიხადე, 2022 წლის 29 დეკემბერს!

გუშინ, 2023 წლის 4 აპრილს, ჩემს არასრულწლოვან შვილს, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, აღსრულების ბიურომ დაუყადაღა ანგარიში, ჯარიმის გადაუხდელობის გამო და დააკისრა 80₾ გადახდა!

ბანკიდან დაწყებული ყველა უწყებაში დავრეკე! ნამდვილი"ცისფერი მთები და ტიანშანია"! კანტორები! ბოდვა! სიგიჟე!

შვილმა მკითხა- რა ხდება, დედა?!

ვპასუხობ- გილოცავ! ეს საქართველოა!

დღე მშვიდობისა "გრუზია"!

თქვენ მოიპოვეთ ბავშვთა ჩაგვრისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის უფლება გამყარებული მილიარდებით!

წარმატებები!“, - წერს მსახიობი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა