თეგებით ძიება

რიკოთის უღელტეხილი დაკეტეს, თუმცა სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებიან - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" 9 აპრილს დაგეგმილი აქციის ეშინია.

მისი თქმით, როდესაც საუბარია ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ეს საკითხი 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილია, რაც არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტის მოთხოვნაა, ასევე არის 27 ქვეყნის ელჩების დემარშის ერთ-ერთი საბაბი.

„მნიშვნელოვანია, რომ 9 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ყველა მოქალაქე მივიდეს და დააფიქსიროს საკუთარი ურყევი ნება, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. 7,8 და 9 მარტს კონკრეტული შედეგი დადგა ხალხთან, საზოგადოებასთან ერთად, როდესაც რუსული კანონი გაიწვიეს. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საპარლამენტო ოპოზიციამ, ყველამ ერთად იბრძოლა ამ რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ აუცილებლად შევიკრიბებით 9 აპრილს და ვიქნებით ძალიან ბევრი. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ კონკრეტულმა ადამიანებმა იცოდნენ,რომ ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა"  9 აპრილს მასშტაბურ აქციას აანონსებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა