ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაცვის მხარე ბრალდებულის მიერ ფაქტის გულწრფელი აღიარებიდან გამომდინარე სასჯელის მინიმუმის გამოტანას მოითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.
"გულწრფელობა არ ნიშნავს იმას, რომ აღიარო ფაქტი , რომ იარაღი მას ჰქონდა. აქ საუბარია იარაღის წარმომავლობაზე. მოგეხსენებათ, რომ იარაღი არის უკანონოდ შეძენილი . გამოძიება მიმდინარეობს ამ იარაღის გასაღების ფაქტთან დაკავშირებით. ამ კუთხით ბრალდებული დუმს, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ასევე განმარტება არ გაუკეთება არც სასამართლო სხდომის დარბაზში არც პირადად და არც ადვოკატები, შესაბამისად , ფაქტის აღიარება არ კმარა და თუკი დაადგენთ გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინოთ“, - განაცხადა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.