თეგებით ძიება

"ხვალ დამიბარეს სასამართლოში, აუდიტის სამსახური გვიჩივის“ - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ მარტის აქციებთან დაკავშირებით მისი სასამართლო პროცესი გადაიდო.

მისი თქმით, სასამართლოში 6 აპრილს მაინც დაიბარეს და შეატყობინეს, რომ მას აუდიტის სამსახური უჩივის. 

"დღეს უნდა ყოფილიყო ჩემი და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო, ჩვენს მიერ სპეცრაზმის დარბევის საქმეზე, მაგრამ გადაიდო მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

სამაგიეროდ, ხვალ დამიბარეს სასამართლოში, აუდიტის სამსახური გვიჩივის, რაზე არ ვიცით, დანართში ნახეთო და დანართი არ არის, არ ჩამოიტანეს“, - წერს ჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა