თეგებით ძიება
05. 04. 2023 მსოფლიო

როგორ გამოიურება ოკეანეში ყველაზე ღრმად ბინადარი თევზი? - (ფოტო)

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ოკეანე და მისი მცხოვრებლები ძალიან საინტერესოა...

იაპონიის სიახლოვეს, ზღვის სიღრმეში 8336 მეტრზე, მეცნიერებმა ფოტოზე ზღვის ლოკოკინა თევზი აღბეჭდეს. შედეგად, ის გახდა თევზი, რომელიც ამ დროისათვის ზღვაში ყველაზე დიდ სიღრმეშია გადაღებული.

BBC News-ის ცნობით, აქამდე ეს რეკორდი მარიანას ღრმულის მიდამოებში იყო დაფიქსირებული, 8178 მეტრის სიღრმეში.

იძუ-ოგასარავას ღრმულში მეცნიერებმა ავტომატური კამერა ჩაუშვეს, რომელმაც ზღვის ლოკოკინა თევზი ისეთ სიღრმეზე გადაიღო, რომელიც მეცნიერთა აზრით, მაქსიმუმია ნებისმიერი თევზისთვის არსებობისთვის.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა