თეგებით ძიება

"გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელეთ" - აჩი ფურცელაძე მედიას ადანაშაულებს

მომღერალი და შოუმენი, აჩი ფურცელაძე გადაცემა "ღამის პრაიმ-თაიმში" სტუმრობის შემდეგ, მედიას მისი სიტყვების არასწორ ფორმულირებასა და მცდარი კონტექსტით გავრცელებაში ადანაშაულებს.

"არასწორი კონტექსტის, გადაუმოწმებელი და არასწორი ფორმულირების ინფორმაცია გაავრცელეთ", - განუცხადა TIA.GE-ს ფურცელაძემ.

ცნობისთვის, TIA.GE-მ "ღამის პრაიმ თაიმიდან" აიღო ვიდეო მასალა, მათივე სათაურით, შემდეგი ფორმულირებით: "არის თუ არა მისაღები ქორწინების სამწლიანი კონტრაქტი ? - "მოვიყვანდი ცოლად  ქალს, რომელსაც ბევრი სექსუალური პარტნიორი ეყოლებოდა” აჩი ფურცელაძე".

საინფორმაცია სააგენტო TIA.GE-მ  "ღამის პრაიმ თაიმიდან" აღებული მასალა გამოაქვეყნა შემდეგი სახით:

სათაური: მოვიყვანდი ცოლად ქალს, რომელსაც ბევრი სექსუალური პარტნიორი ეყოლებოდა - აჩი ფურცელაძე (ვიდეო)

მომღერალი და შოუმენი, აჩი ფურცელაძე აცხადებს, რომ ის ცოლად შეირთავდა ქალს, რომელცას ქორწინებამდე სექსუალური გამოცდილება ექნებოდა.

"მოვიყვანდი ცოლად  ქალს, რომელსაც ბევრი სექსუალური პარტნიორი ეყოლებოდა", - განაცხადა აჩი ფურცელაძემ გადაცემაში "ღამის პრაიმ-თაიმი", სადაც განიხილავდნენ საკითხს: არის თუ არა მისაღები ქორწინების სამწლიანი კონტრაქტი?

აქვე აღვნიშნავთ, რომ  "ქორწინების სამწლიანი კოტრაქტის" შესახებ წინადადება გადაცემაში

აჩი ფურცელაძემ გააჟღერა. მთლიანად გადაცემა გვიან ასაკში (40+) ქორწინებას ეხებოდა.

გთავაზობთ გადაცემიდან ამოჭრილ მონაკვეთს, რომელიც TIA.GE-მ  "ღამის პრაიმ-თაიმის" ფეისბუქ გვერზე დაყრდნობით გაავრცელა. ასევე ვაქვეყნებს "ღამის პრაიმ-თაიმის" მთლიანი გადაცემის ბმულსაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა