თეგებით ძიება

გორში სკვერიდან საქანელები მოიპარეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე, მტკვრის სანაპიროზე არსებულ დასასვენებელ სივრცეში უცნობმა პირებმა სკამები დააზიანეს, ხოლო ჭალის დასახლებაში არსებულ სკვერში საქანელები ჩამოხსნეს:

"ბარნოვის ქუჩაზე, მტკვრის სანაპიროზე არსებულ დასასვენებელ სივრცეში უცნობმა პირებმა სკამები დააზიანეს.

ჩამოხსნილია საქანელები ჭალის დასახლებაში არსებულ სკვერშიც.

გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ გარემოს.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ქალაქის მასშტაბით არაერთხელ დაფიქსირდა ატრაქციონების, მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტი", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა