ცულით შეიარაღებულმა 25 წლის კაცმა 4 მცირეწლოვანი მოკლა - ტრაგიკული შემთხვევა ბრაზილიაში
ბრაზილიაში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ოთხი მცირეწლოვანია მოკლული. გავრცელებული ინფორმაციით, ცულით შეიარაღებული 25 წლის კაცი ქვეყნის სამხრეთით, სანტა-კატარინას შტატში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღს დაახლოებით დილის 09:00 საათზე დაესხა თავს.
დაჭრილია ოთხი ბავშვი. საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, დაშავებულები სამ წლამდე ასაკის არიან.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა და ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.