თეგებით ძიება

„ეს არის ბანკების მიერ გაკეთებული ყველაზე დიდი სიკეთე“ - რას წერს რომან გოცირიძე?

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე საქართველოში არსებული ბანკების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ყოველდღე, როცა რაღაცას ვკითხულობ ან ვუსმენ, ერთ და იგივე სიტყვას გადავეყრები ხოლმე, რაც ჩემში გაღიზიანებას იწვეს. ეს მრავალწლიანი გაღიზიანება აგერ, ქაღალდზეც გადავიტანე:))

“საქათველოს ბანკის” მხარდაჭერით, “თი ბი სი ბანკის” მხარდაჭერითა თუ რომელიმე სხვა ბანკის მხარდაჭერით, ამა თუ იმ პირმა ესა თუ  ის ბიზნესი წამოიწყო თუ განავითარა. კარგია ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ეს “მხარდაჭერით” რას ნიშნავს, ფული აჩუქა? სუბსიდირება მოახდინა? პროცენტი დაუკლო (ასეც ხდება ხოლმე, მაგრამ, როგორც წესი ამ “მხარდაჭერას” მთავრობა ახორციელებს). 

ბანკი არავის უჭერს მხარს, იგი არაა საქველმოქმედო ორგანიზაცია. იგი გასცემს სესხებს მოგების მიღების მიზნით. ვინმემ ბანკის ფულით თუ სასტუმრო ააშენა, ეს ბანკის მხარდაჭერით კი არ ხდება, არამედ დაფინანსებით. 

როდესაც სიტყვის შინაარსი იცვლება, ეს თვალთმაქცობას ჰგავს. ეს ასვე შეფარულად იმას ნიშნავს, რომ ბანკს მისი მთავარი მოტივის ერცხვინება. თურმე “მოგებიზა” კი არ მუშაობენ, არამედ “მხარდაჭერიზა” და “ქვეყნიზა”. არაა ეს კარგი. დაკრედიტება და მოგების მიღება არის ბანკების მიერ გაკეთებული ყველაზე დიდი სიკეთე. სხვა რამაზე სხვამ იზრუნოს“, - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა