თეგებით ძიება

ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.

"პრეზიდენტები შეხვედრაზე განიხილავენ ბელარუსი-რუსეთის ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრს, მათ შორის იმ საკითხებს, რომლებიც არ ექვემდებარება განხილვას უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე", - წერს გამოცემა „ბელტა“.

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკო დაესწრება საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა