თეგებით ძიება

„ეს უკვე სერიოზულო პროცესის დასაწყისია...“ - რომან გოცირიძე აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე

დაიწყო!

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

„აკი, მოსამართლეების და პროკურორების შავი სიის შედგენა რეპრესიებს ნიშნავსო? ჯერ არ მოსულან ხელისუფლებაში და სანქციებს ითხოვენ და რომ მოვიდნენ, დახვრეტას მოითხოვენო? მართლა აკომპლექსებდით ვიღაცებს თქვენი პროპაგანდისტული საშუალებებით და დამნაშავე ძალოვნებისა და მოსამართლეებია სიის შედგენას მართლაც არ დაადგა საშველი. სანამ ჩვენ ვლაპარაკობდით, ამერიკა საქმეს აკეთებდა - მორჩილ, პოლიტიკურად მართულ და კორუმპირებულ მოსამართლეებს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. 

ეს უკვე სერიოზულო პროცესის დასაწყისია. მოსამართლეების შემდეგ ვინ იქნებიან რიგში და ვისით დამთავრდება, ძნელი გამოსაცნობი არ არის“, - წერს გოცირიძე.

ცნობისთვის, აშშ-მა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა