თეგებით ძიება

„თუ ახლა აშშ-ში ან ევროკავშირში არ შემიშვებენ, არც ბაბუაჩემს არ უვლია“ - ლევან მურუსიძის პირველი კომენტარი აშშ-ის სანქციებზე

ქართველი მოსამართლე, ლევან მურუსიძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მის დასანქცირებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ დასანქცირება ეკუთვნოდეს.

"უჰ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება. არ მეკუთვნის დასანქცირება. თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ. ძალიან ცუდი იქნება პირადად ჩემთვის, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. მაგრამ ნამდვილად არ ჩამიდენია ისეთი არაფერი, რომ დასანქცირება მეკუთვნოდეს...

უსამართლობაა, მაგრამ რომ ვთქვა, მუხლები ამიკანკალდა და რამე... არც ანგარიშები არ მაქვს არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი არ დამირღვევია. თუ ახლა აშშ-ში ან ევროკავშირში არ შემიშვებენ, არც ბაბუაჩემს არ უვლია. უცხოვრია ადამიანურად და კაცურად და გადაუტანია", - განაცხადა მურუსიძემ „მთავარ არხთან“.

ცნობისთვის, აშშ-მა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა