თეგებით ძიება

აშშ-ის ელჩი ქართველი მოსამართლეების სანქცირების მიზეზებს განმარტავს

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირების მიზეზებს განმარტავს. ამის შესახებ დეგნანმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

როგორც დეგნანი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეს მოსამართლეები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში.

"მათი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

აღნიშნული კორუფიცული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ", - ამბობს კელი დეგნანი.

​მან განმარტა, რომ ამერიკის კანონმდებლობის საფუძველზე მსგავსი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

"საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს მართლმსაჯულებას, სამართლის უზენაესობას და უფლებას სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოზე, მათი ქონებრივი მდგომარეობის, ოჯახური თუ პოლიტიკური კავშირების მიუხედავად. აღნიშნული სანქციები ასახავს ამერიკისთვის კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას. კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას", - თქვა ელჩმა.

ის აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და სანქცირების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ ამ მიზნით:

"სანქცირების გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა შრომისმოყვარე, ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ, რომელთაგან ბევრს მე უკვე შევხვდი. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა და აღასრულონ მართლმსაჯულება ზეწოლის, მუქარისა და ჩარევის გარეშე".

ცნობისთვის, აშშ-მა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა