თეგებით ძიება

„ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ეს დღე დად­გა!" - ნაზი ჯანეზაშვილი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რი, ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი ამე­რი­კის მიერ ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ უამ­რა­ვი მი­სა­ლო­ცი მე­სი­ჯი მი­ი­ღო.

"სას­წა­უ­ლი ხდე­ბა ჩემს ინ­ბოქსში, ხალ­ხი მე მი­ლო­ცავს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის და­სან­ქცი­რე­ბას, მეც გი­ლო­ცავთ მე­გობ­რე­ბო, ვი­საც ეს გა­გი­ხარ­დათ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ეს დღე დად­გა! სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა კლა­ნუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის­გან და პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­სა­მარ­თლო!" - წერს ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია იმ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დის, რომ­ლებ­საც ამე­რი­კამ სან­ქცი­ე­ბი და­ა­დო.

ცნობისთვის, აშშ-მა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა