თეგებით ძიება

"გთხოვთ, გავერთიანდეთ შოთასთვის და პატარა ნოასთვის, რათა ნოას მამა დიდხანს ჰყავდეს ჯანმრთელი" - ახალგაზრდა კაცს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ახალგაზრდა მამაკაცს, შოთა ტეფნაძეს, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

"გახსოვთ დეკემბერში ჩემი პოსტი, ქვემოთ მოცემული შინაარსით. 

ჩემთვის არც მაშინ იყო ადვილი ამის დაწერა და ახლაც ხელები მიკანკალებს. მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ. 

პირველ რიგში, მადლობა იმიტომ, რომ თქვენი უზარმაზარი მხარდაჭერით შოთას დედის იმედიანი თვალები მახსოვს, ყოველი სმს მოსვლისთანავე დედის ლოცვალს კითხულობდა და გულს და ხელებს გილოცავდათ, თქვენ ჯანმრთელობას სთხოვდა ღმერთს. შემდეგ მადლობა იმიტომ, რომ შოთას 8 იმუნოთერაპიის და გამოკვლევების თანხა შევუგროვეთ და მისი მკურნალობა დავაფინანსეთ. მისი ფსიქოლოვიური მდგომარეობა გავაუმჯობესეთ და კიდევ უფრო მეტი შემართებით მიდიოდა ყოველ ჯერზე წამლის მისაღებად. 

შოთა 2.5 წელია ონკოლოგიური პაციენტია. ამ დროის  მანძილზე, ყველა სამკურნალო ხარჯს უმკლავდება-  სახელმწიფო დაფინანსებით პირადი, ოჯახის თუ მეგობრების სახსრებით. ბოლო 5 თვე ჩემი და მისი მეგობრების დახმარებით შევძელით და მისი დაავადება უკან დავხიეთ, მას მოეხსნა ქიმიოთერაპიის პრეპარატები და სულ ცოტა დარჩა, სულ რამდენიმე იმუნოთერაპია და გამოჯანმრთელდება. 

კიდევ ერთხელ, გთხოვთ, ყველა ერთად ვისაც 1 ლარი შეუძლია, გავერთიანდეთ შოთასთვის და მისი პატარა ნოასთვის, რომ ნოას მამა დიდხანს ჰყავდეს ჯანმრთელი", - წერს ბიზნეს განვითარების კონსულტანტი, ირა მელიმონაძე.

#შოთასთვის 

თქვენი 1 ლარი ძალიან მნიშვნელოვანია. 

მიმღები: სალომე ტეფნაძე 

თი ბი სი ბანკი #GE20TB7655845061100034

საქართველოს ბანკი #GE80BG0000000162578063


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა