თეგებით ძიება

„ოთხივე ეს მოსამართლე და მათი ატამანი მურუსიძე ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობაა!“ - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

„ოთხივე ეს მოსამართლე და მათი ატამანი მურუსიძე ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობაა!!! 

ამიტომ მან პირადად უნდა გასცეს პასუხი ხალხს რატომ დატოვა, რატომ გააბლატავა, რატომ გადაწყვიტა რომ მათ გარეშე ეს ქვეყანა ვერ იქნებოდა. პირადად მისი და სხვა არავისი!!!

PS შეგიძლიათ ტრადიციული სისულეები დაწეროთ რომ მაშინ სად იყავი და ასეთები. მაშინაც, იმ საღამოს როცა მისი კანდიდატურა პარლამენტში შემოდიოდა ეთერი არ გამომიტოვებია რომ ამაზე არ მეჩხუბა. მე პირადად ივანიშვილთან მურისიძემ მაჯობა ხოდა აიღოს ეხლა პასუხისმგებლობა“, - წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, აშშ-მა ქართველი მოსამართლეები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა