თეგებით ძიება

"გერმანიაში არ ჩამოხვიდეთ!... აქ დროს და ცხოვრებას დაკარგავთ!" - ქართველი ემიგრანტი მიმართვას ავრცელებს

გერმანიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი მიმართვას ავრცელებს და თანამემამულეებს კაპიტალის დაგროვების მიზნით გერმანიაში ჩასვლას არ ურჩევს.

"გერმანიაში არ ჩამოხვიდეთ! 

წადით ყველგან, მაგრამ გერმანიაში არ ჩამოხვიდეთ! 

გერმანიაში ნეტო 2000 ვისაც აქვს, მას თვის ბოლოს დარჩეს მაქსიმუმ 600 ევრო. 

ჩათვალე, გერმანიაში მცხოვრები ქართველების 90% და მთელი გერმანიის დასაქმებულთა 70% 500 ევროებს დასდევენ თვიდან თვემდე... 

სოციალიზმია აქ პირდაპირ! 

 გერმანიის სისტემა გაიძულებს, პენსიამდე იმუშავო, რომ ჰამსტერრადის სისტემიდან არ ამოხვიდე! 

გერმანიაში კაპიტალიზმი მხოლოდ თეორიულად მუშაობს! 

არასოდეს ჩამოხვიდეთ აქ, თორემ დროს და ცხოვრებას დაკარგავთ!

თუ საქართველოდან მაინც მიდიხართ და თქვენი მიზანი კაპიტალის დაგროვებაა და არა სწავლა, წადით ყველგან, მაგრამ გერმანიაში არ ჩამოხვიდეთ ! 

დროს დაკარგავთ! 

მათ ვინც აქ არის:

თუ გერმანიაში ისწავლე, გაქვს პროფესია, სასწრაფოდ აიღე მოქალქეობა და წადი ამ ქვეყნიდან !", - წერს ქართველი ემიგრანტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა