თეგებით ძიება

"დაუმსახურებლად რამდენმა ადამიანმა მატკინა გული. ხელი მკრეს...არასოდეს დანებდეთ" - რას წერს გივიკო დიდია?

ბლოგერი, გივიკო დიდია სოციალურ ქსელში წერს, რომ წარსულში ბევრმა ადამიანმა ატკინა გული და მოუწოდებს საზოგადოებას, არასდროს დანებდეს.

"წარსულს გადავხედე, დაუმსახურებლად რამდენმა ადამიანმა მატკინა გული. ხელი მკრეს, ზევიდან მიყურებდნენ. როცა ვჭირდებოდი, მათთვის რა კარგი და ნიჭიერი ბიჭი ვიყავი. ალბათ, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ვიქნებოდი ერთ ადგილას გაჩერებული,  ვერაფერს გავაკეთებდი. თუმცა, მე ეს არ მჩვევია. ზუსტად გაჭირვებაშია ძალა, ყველა დახურული კარების და ყველა ქედმაღალი ადამიანის ცინიკური დამოკიდებულების უკან. ადამიანებისგან მიტოვებული ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ უფლისგან - არასოდეს. 

ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ და დროებით უიმედოთ ხარ, გულით მინდა, გითხრა, არასოდეს დანებდე. იყავი უბრალო და გულით ღირებული. არ აყვე ცუდ ხმას. იბრძოლე საკუთარი მიზნებისთვის და გწამდეს უფალი არასოდეს მიგატოვებს. 

პ.ს ახლა ყველა დახურული კარების უკან მდგომ ადამიანს ვჭირდები. ვისაც ადრე ვუთხარი “ არდაგავიწყდეთ სამყაროში მოქმედი ბუმერანგის პრინციპი", - წერს ბლოგერი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა