როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი სააღდგომო პასკა? - რეცეპტი
აღდომა პასკის გარეშე წარმოუდგენელია. გთავაზობთ ნამდვილი და უგემრიელესი პასკის რეცეპტს.
თავდაპირველად პასკის ფორმების მოძიება მოგიწევთ, თუ სახლის პირობებში აკეთებთ, მაშინ ძველი კონსერვის ქილაც გამოდგება პასკი ფორმად… გამზადებულ ფორმებს ჩააფინეთ კალკა. გამოცხობისას პასკა ფუვდება და სასურველია, რომ კალკა ფორმაზე ოდნავ მაღალი იყოს. კალკას მოვუსვათ ცხიმი (ზეთი) და დავდგათ სითბოში.
ინგრედიენტები:
1 ლიმონის ცედრა;
მიხაკი, დარიჩინი, კარდამონი;
ვანილი;
ცუკატები - 50 გ;
ნუში - 50 გ;
ქიშმიში - 50 გ;
ფქვილი - 650;
კარაქი - 200 გ;
კვერცხის გული - 5;
შაქარი - 150 გ;
საფუარი - 10 გ;
რძე - 250 მლ.
მომზადების წესი
თბილ რძეს დაამატეთ საფუარი და 200 გ ფქვილი. დადგით 30 წუთი თბილ ადგილას. კვერცხის გული, სუნელები, ვანილი, ცედრა და შაქარი ათვიფეთ. შემდეგ შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი. ეს მასა შეურიეთ საფუვრიან მასას, დაამატეთ დანარჩენი ფქვილი და მოზილეთ ცომი. დააფარეთ და აცალეთ აფუება. აფუების შემდეგ შეურიეთ დაჭრილი ნუში, ქიშმიში და ცუკატები. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმებში 1/3 სიმაღლეზე და ხელახლა დატოვეთ ასაფუებლად. როცა კარგად ამოფუვდება, შედგით გამოსაცხობად 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
წყარო: gemrielia.ge