თეგებით ძიება

"ყოფილმა მოსამართლე ცერცვაძემ ცოლი ამერიკაში ამშობიარა, რითაც მისი შვილი ამერიკის მოქალაქეა, შესაბამისად აშშ-მ მისივე მოქალაქე დაასანქცირა" - შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში აშშ-ს მიერ მოსამართლე, ვალერიან ცერცვაძის დასანქცირებას ეხმაურება.

მისი თქმით, მან ეს ყველაფერი დაიმსახურა.

"ყოფილმა მოსამართლე ცერცვაძემ ცოლი ამერიკაში ამშობიარა რითაც მისი შვილი ამერიკის მოქალაქეა.

შესაბამისად ამერიკამ მისივე მოქალაქე დაასანქცირა უმსგავსო მამის საქციელის გამო!!!

როგორაა ის ქართული ანდაზა "ბაბუის ნაჭამმა შვილიშვილს კბილები მოკვეთაო", - წერს ადვოკატი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო.

ესენი არიან:  მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა