თეგებით ძიება

"მტრებს ვეღარ წვდებით, მეგობრებს დაერიეთ" - გოგა ხაინდრავა ქართველი მოსამართლეებისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებაზე

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება და წერს, რომ ეს ყველაფერი უსამართლობაა.

"ღმერთო, დამიცავი ჩემი მეგობრებისაგან, ჩემს მტრებს თავად გავუმკლავდები!

ქალბატონო ელჩო დეგნან, დაგენგრათ თავზე „დემოკრატიის ხუხულა“! მტრებს ვეღარ წვდებით, მეგობრებს დაერიეთ. ერთ და იგივე საქმეზე, ერთ შტატში პორნოვარსკლავს რომ სდებთ ბრალს, მეორეში - პრეზიდენტს, ეს არის თქვენი ამერიკული სამართალი?!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ სასამართლო ჩინოვნიკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო.

ესენი არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა