თეგებით ძიება

პედაგოგი ბავშვს გაკვეთილის მსვლელობისას ფიზიკურად შეეხო და შეურაცხყოფა მიაყენა - რა მოხდა ქუთაისში?

ქუთაისიდან შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა - მასწავლებელს მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

მშობლის თქმით, ქუთაისის მე-6 სკოლაში, ისტორიის პედაგოგი ბავშვს გაკვეთილის მსვლელობისას ფიზიკურად შეეხო და შეურაცხყოფა მიაყენა.

სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სიტყვიერ შენიშვნას და ფიზიკურ შეხებას ადგილი ჰქონდა, მიუხედავად ამისა ამბობენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია რესურსცენტრი, დაწყებულია მოკვლევა.

არსებული ინფორმაციით, შესწავლამდე მასწავლებელს გაკვეთილზე დასწრების უფლება არ მიეცემა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა