თეგებით ძიება

ვერ დადგები ირაკლი ცალ ფეხზე იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან - პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ განაცხადა, რომ კობახიძე რუსეთს მუხლებზე უდგას.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის გაფრთხილება "ქართული ოცნებისთვის" და ის ამ სანქციების მთავარი სამიზნეა, რადგან მოსამართლეები საჯარო უფლებამოსილების კერძო ინტერესებისთვის გამოყენებისთვის დაასანქცირეს, "ხოლო მმართველი გუნდი სწორედ კერძო ინტერესებისთვის იყენებს საჯარო უფლებამოსილებას".

„ეს არის ბოლო დიდი სიგნალი „ქართული ოცნებისთვის", რომ ამერიკა არ და ვერ შეეგუება იმას, რომ ქვეყანაში იყოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი და არაფორმალური მმართველობა. აქვე მინდა კობახიძეს და "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებს ვუპასუხო, დაიხვიეს გიორგი ბურჯანაძის გამოსვლა და ამბობენ - "ჩვენ ცალ ფეხზე არ დავდგებით, ჩვენ ცალ ფეხზე არ დავდგებით", ვითომ ვინმემ მოსთხოვა ცალ ფეხზე დგომა. ვერ დადგები ირაკლი ცალ ფეხზე იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან და რომც მოინდომო ცალ ფეხზე ვერ დადგები. ბურჯანაძემ თქვა, რომ თუ საქართველოს დაჭირდება ცალ ფეხზე დავდგებიო, არავის არ უთქვამს ღირსების შემლახველად ეს და "ქართულ ოცნებას" ვეტყვი, რომ ვერ დადგებიან ცალ ფეხზე, დიდი ხანია თავდახრილები მუხლებზე დგანან, რუსეთთან", - განაცხადა მანჯგალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა