"ყოველთვის ჩემს გულში იქნებით შალვოვიჩ!" - გიორგი შერმადინი ჯამლეტ ხუხაშვილზე
საქართველოს ნაკრებისა და "ტენერიფეს“ კალათბურთელი, გიორგი შერმადინი სოციალურ ქსელში ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
"განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის ბატონი ჯამლეტის გარდაცვალება. არასდროს არ დამავიწყდება მისი უდიდესი ამაგი,სიყვარული,თავდადება ჩემდამი. გამორჩეულად დიდი ადამიანი. მადლობას ვუხდი მას ყველაფრისათვის. ყოველთვის ჩემს გულში იქნებით შალვოვიჩ! “ , – წერს შერმადინი
ცნობისთვის, ქართველი ჟურნალისტი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.