თეგებით ძიება
06. 04. 2023 მსოფლიო

ქურდებმა აბაზანის კედელი გახვრეტეს და Apple-ის მაღაზიიდან 400-ზე მეტი "აიფონი" მოიპარეს - რა მოხდა აშშ-ში?

აშშ-ის ლინვუდის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ქურდებმა Alderwood Mall-ში Apple-ის მაღაზიიდან 400-ზე მეტი "აიფონი" მოიპარეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მაღაზიაში შეჭრილმა პირებმა შენობაში შესასვლელად აბაზანის კედელი გახვრეტეს და ძვირადღირებული ტელეფონები წაიღეს.

პოლიციის ცნობით, მოპარულია დაახლოებით 500,000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, მათ შორის დაახლოებით 436 iPhone-ი და დაუზუსტებელი რაოდენობის სხვა Apple-ის ელექტრონიკა.

როგორც ცნობილია, ქურდობა ადგილობრივი დროით, საღამოს 7-8 საათზე მოხდა, მეორე დილით სამსახურში მისვლისას, Apple-ის მაღაზიის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ iPhone-ების მთელი კედელი აღარ არსებობდა "გაქრა".

ინციდენტთან დაკავშირებით ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის. ამასთან, ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა